სოციალური პროექტები


სოციალური  პროექტის გეგმის  შაბლონი

სოციალური  პროექტის ავტორი
სახელი, გვარი                                 მაია ენუქიძე

რაიონი ისანი-სამგორი

სკოლა   N99

ქალაქი/სოფელი
თბილისი
პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება
პროექტის სრული დასახელება    გარემოს დაბიძურება
პროექტის შინაარსი
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას. დავეხმარები საკვანძო  მიმართულების მიმცემი კითხვებით. პროექტზე იმუშავებს 4  ჯგუფი. თითოეული ჯგუფი აირჩევს დავალებას. მოიძევს ინფორმაციას.(სურათები, კითხავ-პასუხი რა იციან გარემოს დაბინძურების შესახებ) მონაწილეობას მიიღებს საკლსო დისკუსიაში, ერთობლივი ძალით  მოამზადებენ კედლის გაზეთს და ლოზუნგს.
საგანი/საგნები
  ქართული. ბუნება, მუსიკა ს/გ
საფეხური/კლასი
 მესამე
პროექტის განხორციელების დრო
  4 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
              ბუნ.III.11.მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
·           განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
·           თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებ
 

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
 ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება
. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
:იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
 იყენებს ისტ- თანატოლებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან კომუნიკაციისათვის (მოკლე შეტყობინებების გასაგზავნად)
;კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ მას სხვებს უზიარებს /

maiko ro

          სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 მოსწავლე   განუვითაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებ და კვლევის უნარ-ჩვევები, მოსწავლემ ასევე შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.თანაკლასელებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა,გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           დედამიწა და გარესამყარო;

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;

დამოკიდებულება:
·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.


     პროექტის მიზნები/შედეგები: 
1.       საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
2.       ემპათიის გრძნობის განვითარება.
3.       ჯგუფური და დამოუკიდებელი მუშაობის  უნარის განვითარება.
4.       ისტ ტექნოლოგიებთან  დაკავშირებული მარტივი ოპერაციების დემონსტრირება.
5.       პროექტზე მუშაობის დროს სირთულეების გადაჭრისას შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება.

        პროექტის განხორციელების პროცესში თითოეული ჯგუფი   შეარჩევს ადგილს,თუ სად შეიძლება დასუფთავდეს გარემო, ასევე სად შეიძლება გადაიღონ დაბინძურებულ გარემოში ფოტო- სურათები.
    მოპოვებულ მასალას მოსწავლეები გაანალიზებენ  დაამუშავებენ,გაუკეთებენ ორგანიზებას. შეაფასებენ და წარმოადგენენ აუდიტორიის წინაშე  პრეზენტაციის სახით .
    



მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვარას ფიქრობს ხალხი გარემოს დაბინძურებაზე?

 თემატური კითხვები: რატომ იწვევს გარემოს დაბინძურება დაავადებებს?
თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება?
 თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება?
 რატომ არის ჩვენი ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები?

 შინაარსობრივი კითხვები: რა არის გარემო?
იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას?
იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?
რით ბინძურდება გარემო?





შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
    
      ვ-მ-ვ

კითხვები, ჟურნალი
პროექტის მსვლელობისას
თვითშეფასება-რეფლექსია
თანატოლთა უკუკავშირი
ჯგუფზე დაკვირვება
პროექტის შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგი
წერითი და ზეპირი ტესტები
ჩეკლისტები

ფორმები

რეფლექსიები

მიზნები და პროცესის ფორმა

ტესტური კითხვები
პროექტის დასრულების შემდეგ
პორტფოლიოები
რუბრიკები და ქცევის მინიჭების გზამკვლევი
შეფასების მოკლე მონახაზი
1.        პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად   გამოვიყენებ მეთოდს ვ-მ-ვ, რომლის ინსტრუმენტიც არის  კითხვები, ჟურნალი.
2.        პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების, წახალისების, თანამშრომლობისა და თვითრეგულირებისათვის გამოვიყენებ მეთოდს თვითშეფასება-რეფლექსია, რომლის ინსტრუმენტია-ჩეკლისტები, მინიშნებები.
3.        ჯგუფზე დაკვირვება, ამ მეთოდს გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.მიზნების დამოუკიდებლად შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღებ დროს- მისი ინსტრუმენტია რეფლექსიები.
4.        მოსწ.  კოლაბორაციულ შეფასებას ვიყენებ პროექტის მსვლელობის დროს, როცა უკვე მოიძევენ მასალებს,შექმნიან კედლის გაზეთებს,ლოზუნგებს, აპლიკაციებს,  რათა განვსაზღვრო შემდგომი აქტივობები, მოხდეს თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, მასწავლებლის შეფასება.
5.        კრიტერიუმების ჩამონათვალს ვიყენებ პროექტის  მსვლელობის დროს, მოსწავლეთა თვითრეგულირებისათვის.
6.       მეთოდს- თანატოლთა  შეფასება - ვიყენებ,  მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენის ანუ   პრეზენტაციის დროს.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
                             საბაზისო უნარ-ჩვევები:
 გარემოზე ზრუნვა
პასუხისმგებლიბა
დაკვირვება
აღწერა
კომუნიკაცია
                       
სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი  მოიძიებს ინფორმაციას თუ რას ფიქრობს ხალხი გარემოს დაბინძურებაზე,რატომ არის ქუჩები დაბინძურებული,მაშინ როდესაც დგა სანაგვე ურნები,იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას და რით ბინძურდება გარემო.გასვლა მიმდებარე სკვერებში,შეაგროვებენ ნაგავს,მიიტანენ უახლოვეს ურნამდე,გადაიღებენ სურათებს,გამოუშვებენ კედლის გაზეთს და ერთობლივად შეიმუშავებენ ლოზუნგს.შეიმუშავებენ  გარემოსდაცვითი ქცევის წესები.






სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი


პროექტის მონიტორინგი და შეფასება:


საჭიროებს დახმარებას
ნაწილობრივ
 კარგად
შენიშვნა

1.მოსწავლე კითხვებზე-პასუხით,ამჟღავნებს წინარე ცოდნას.




2.მოსწავლე ყურადღებიანია სიახლეების მიმართ.




3..მოსწავლეს უჩნდება ინტერესი,შემდგომი აქტივობებისა.






                        წინარე ცოდნა და ინტერესიეფასების რუბრიკა

ინფორმაციის მოძიების დახარისხების,თანამშრომლობის,ინტერვიუს აღების შეფასების რუბრიკა

საჭიროებს დახმარებას
ნაწილობრივ
კარგად
შენიშვნა

1.მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას




2. გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება




3. მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია











შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარის  განვითარების  შეფასების რუბრიკა

საჭიროებს დახმარებას
ნაწილობრივ
კარგად
კარგად
1. პასუხობს თემას




2. ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)




3. საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას




4. იყენებს განსხვავებულ წყაროებს




5. დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს




6. იყენებს თვალსაჩინოებას




7. იცავს დროის ლიმიტს





                             ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა



საჭიროებს დახმარებას
ნაწილობრივ
კარგად
კარგად
1. ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია




2. ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს




3. ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)




4. ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს




5. ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს




6. ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს






                              აქტივობის ბარათი
მიიღებთ თუ არანაწილეობას მესამეკლასის მიერ განხორციელებულ ითხვარში, გარემოს დაბინძურების შესახებ.
. დიახ       ბ.  არა

რესპოდენტის   (სახელი, გვარი)
 —————————–
დიახ
არა
გადაგიგდიათ თუ არა ქუჩაში ნაგავი?

გიფიქრიათ,რაშედეგი შეიძლება მოყვეს ქუჩაში დაყრილ ნაგავს?

თქვენი აზრით, აზიანებს თუ არა ჩვენს ჯანმრთელობას გარემოში  გადაყრილი ნაგავი?

გსმენიათ თუ არა პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე?


გმადლობთ

 რეფლექსია

დაწყებით საფეხურზე მოსწავლე იწყებს გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირებას და უჩნდება მისი კვლევის სურვილი. სწორედ ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას. ჩემი,როგორც პედაგოგის დანიშნულებაა,მოვამზადო მოსწავლეები ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების სწავლების ჩამოყალიბებაში.
 ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).
მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
1.გამოსაკვლევი საკითხის შესახებ  კითხვების დასმა
2. პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
3.გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.
  მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორცილებული ერთ-ერთი პროექტი: „გარემოს დაბინძურება”. აღვნიშნავ, რომ ამ პროექტში მოსწავლეებმა იმუშავეს ხალისით, მონდომებით, განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევითი, შემოქმედებითი და პრობლემის გადაჭრის უნარები.
პროექტში ჩართული იყვნენ მესამე კლასის მოსწავლეები. მოხდა ინტეგრირება: ბუნებისმეტყველებას და ისტ- შორის.
როდესაც გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა, მოვიწვიე  მშობელთა კრება და მშობლებს გავაცანით პროექტის მიზანი, აქტივობები, მისაღწევი შედეგები. დავბეჭდეთ პროექტის ბროშურა, რომელიც დავურიგეთ მშობლებს და დირექციის წარმომადგენლებს. განისაზღვრა პროექტში მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის როლი. აქტივობები დროში გავწერეთ, დავგეგმეთ პრეზენტაციის დრო და შევუდექით მუშაობას.
პროექტის მთავარი მიზანი ასე განისაზღვრაეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და ადგილობრივ თემში. პირველ რიგში, მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, რისთვისაც გამოვიყენეთ სტრატეგია: „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე”. გაირკვა რისი გაგება სურდათ მოსწავლეებს გარემოს დაბინძურების შესახებ.
აქტივობები:
1. ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
3. ფოტოსურათების გადაღება და ინტერვიუების ჩაწერა;
4.პრობლემის დანახვა და გადაჭრის გზების ძიება;
5.კითხვარის სააშუალებით მშობლის და მასწავლებლების გამოკითხვა
6.გამოფენის მოწყობა
7.პროექტის პრეზენტაცია.
ამოვიყენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვარას ფიქრობს ხალხი? თემატური კითხვები: რატომ იწვევს გარემოს დაბინძურება დაავადებებს? თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება? თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება? რატომ არის ჩვენი ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები? შინაარსობრივი კითხვები: რა არის გარემო? იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას? იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი? რით ბინძურდება გარემო?
პირველმა-ჰაერის დაბინძურებაზე
მეორემწყლის დაბინძურებაზე,
მესამემნიადაგების დაბინძურებაზე
მეოთხემსაყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებაზე.
ეს არის კითხვარი, რითაც მესამეკლასელებმა კვლევა აწარმოეს.
რა ვიცი გარემოს დაბინძურების შესახებ(კითხვებზე-პასუხები გაიცა დიახ-არა პასუხებით)
რესპოდენტის (სახელი, გვარი) —————————–
გადაგიგდიათ თუ არა ქუჩაში ნაგავი?
გიფიქრიათ, რა შედეგი შიძლება მოყვეს ქუჩაში დაყრილ ნაგავს?
თქვენი აზრით აზიანებს თუ არა ჩვენს ჯანმრთელობას გარემოში გადაყრილი ნაგავი?
გსმენიათ თუ არა პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე?
თქვენ მონაწილეობა მიიღეთ მესამე კლასის მიერ განხორციელებულ კვლევაში, გარემოს დაბინძურების შესახებ..
შეფასების ეტაპებიშეფასება მოხდა პროექტის სამივე ეტაპზე.
პირველ ეტაპზე შევაფასეთ მათი წინარე ცოდნა და ინტერესები. მეორე ეტაპზე შევაფასეთ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, ინტერვიუს აღების, რაოდენობრივი კვლევის წარმოების უნარები. მესამეზემათი შემოქმედებითი და საპრეზენტაციოუნარები.
შეფასების ფორმად გამოვიყენეთ: განმავითარებელი კომენტარები.
პროექტის სარგებელი სხვებისთვის: ბავშვების მიერ შექმნილი კედლის გაზეთებით,,,რა აბინძურებს გარემოს“გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე ელექტრონული კედლის გაზეთი,,დაბინძურებული გარემო“ დასაჩუქრდნენ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები.
  დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობის შემდეგ ჩემს მოსწავლეებს აღარ უჭირთ უპასუხონ კითხვას:
რას ფიქრობს ხალხი?
მათ ამ საკითხის გასარკვევად თავად აწარმოეს კვლევა ადგილობრივ თემში. გააკეთეს კვლევის ანალიზი და გამოიტანეს დასკვნები.
პროექტი დავასრულე ,,გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს“ მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლასთან ახლოს მიმდებარე სკვერი და საყოფაცხევრებო ნაგავი მიიტანეს სანაგვე ურნებამდე.
პროექტში ჩართული იყო ადგილობრივი თემიც. მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მოვახერხეთ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ჩვენი სკოლის მოსწავლეებში, მშობლებსა და მოსახლეობაში.პროექტის პრეზენტაციაზე მათ გადავეცით საინფორმაციო ბუკლეტები,ლოზუნგით,,დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან,სუფთა გარემო ჩვენი ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია!“ გავაცანით ნარჩენების დაშლის ხანგრძლივობა ბუნებაში. პატარა მეგობრებმა უფროსებს სისუფთავის დაცვისაკენ მოუწოდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ინტერნეტსახელმძღვანელო- „პროექტებით სწავლება”. Intel® Education Viewer.
2. პროექტიროგორც სწავლებისა საუკეთესო მეთოდი.
      

                         
                                                             თარიღი:12.05.18  












No comments:

Post a Comment

საესტრადო ვოკალის შემსწავლელი წრე

სსიპ ქალაქ თბილისის N 99  საჯარო სკოლა საწრეო მუშაობა მუსიკაში წრის დასახელება: „საესტრადო ვოკალის შემსწავლელი წრე ’’ ...